ავიაშოუს ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები არ წყდება

ავტოშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლაბრიტანეთში, ავიაშოუს ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები არ წყდება. მიმდინარე მომენტში ცნობილია 7 დაღუპულის შესახებ. ყველა მათგანი იმ გზაზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლები ან მგზავრები არიან, სადაც ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.

მფრინავს კატაპულტირება არ განუხორციელებია. ის ცეცხლმოკიდებული კაბინიდან გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედია გუშინ დაახლოებით ორის ოც წუთზე მოხდა. ავიაშოუზე გამანადგურებელი ჩამოვარდა, რომელიც მანქანებით მოძრავ გზაზე დაეცა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა ავარია თუ მფრინავის შეცდომის გამო.

ავიაშოუ მომხდარის გამო გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე არსებულ საწყობს ხანძარი გაუჩნდა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო სამზადისშია