ავიადისპეჩერებს ინდონეზიურ სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი გაუწყდათ

სოსო ჯაჭვლიანი BBC-ზე

ავიადისპეჩერებს ინდონეზიურ სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი გაუწყდათ, რომელიც ჯაიაპურ-ოსკიბილიდან მოფრინავდა.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ავიაკომპანია Trigana Air-ს ეკუთვნის 54 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 5 ეკიპაჟის წევრი და 5 ბავშვი.

თვითმფრინავთან კონტროლი ჯაიაპურიდან აფრენიდან ნახევარ საათში დაიკარგა (გრინვიჩის დროით დილის 6 საათზე).

“ჯერჯერობით არ ვიცით რა მოხდა. ვცდილობთ ადგილობრივ ხელისუფლებას დავუკავშირდეთ” – განაცხადა ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა – “რეგიონში ძალიან ცუდი ამინდია, ბნელა და ღრუბლიანია. ანუ, სამძებრო სამუშაოებისთვის ძალიან ცუდი ამინდია” – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში უკვე 600 ტონა პროდუქტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი ჯარისკაცებს – ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას