ავთანდილ ბერიძის გადაყენება “ქართული ოცნების” დღის წესრიგში არ დგას

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. მისი შეფასებით, უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ „ქართული ოცნების” დატოვების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოზე გუშინ იმსჯელეს, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი იქ არ დასმულა.

„გვქონდა გუშინ შეხვედრა პოლიტსაბჭოს დეპუტატებთან, თუმცა გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა, მხოლოდ მიმდინარე პროცესებს გავეცანით. ავთანდილ ბერიძის გადაყენებას რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, 14 ხმა სჭირდება ამას და ამ დროისათვის მათ უმრავლესობა არ აქვთ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მე ვმუშაობდი შსს-ში და ვმუშაობ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან” – ლევან ჯაში “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს
შემდეგი სტატიასირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა