ავთანდილ ბერიძეს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გადააყენებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამ თემაზე დღეს რიგგარეშე სესია უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომის ჩატარება, სავარუდოდ, მომავალი კვირისთვის გადაიდო.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” უწყების გამართულად მუშაობისთვის დროებით დაპირისპირების გამწვავებაზე უარს ამბობს.

მომავალ კვირას საბჭოს წევრებმა ვაკანტურ თანამდებოებებზე კანდიდატურები უნდა განიხილონ.

ვიცესპიკერის პოსტის დაკავების სურვილი დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ გამოთქვა. თუმცა, მის წინადადებას უმრავლესობა, სავარუდოდ, მხარს არ დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გედენიძის ცემის საქმეზე ერთი პირია დაკავებული
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს