ავეტისიანების ოჯახზე რუსი სამხედროს თავდასხმის რამდენიმე დეტალი დღეს გახდა ცნობილი

ვალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 5-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.ინფორმაცია დღის ბოლოს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა.

მასალებით ირკვევა, რომ რუსი ჯარისკაცის პირველადი ჩვენება ტყუილია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ სახლში შესასვლელად რუსმა ჯარისკაცმა ჯერ ჭიშკარი დააზიანა, შემდეგ 60 მეტრი გაიარა, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია და ასე შევიდა ავეტისიანების ოჯახში, სადაც ერთი გასროლით ოჯახის უფროსი მოკლა, შემდეგ ოჯახის სხვა წევრები.

მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა და თქვა, რომ ქვეყნაში არსებული აჟიოტაჟი და საზოგადოების ვნებათაღელვა გამოძიებას ხელს უშლის.

„არის ბევრი კითხვა და ამ კითხვების ერთად თავმოყრა კარგს არაფერს მოგვცემს. აჟიოტაჟი ხელს გვიშლის მუშაობაში. ჩვენ ვცდილობთ, დავამშვიდოთ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ღმერთმა იცის რაზე არის წამსვლელი სატანა და რა შეუძლია, დაატრიალოს დამნაშავეს. ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზები ტარდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ახლა გიპასუხებთმ რატომ არ დავაკავეთ პერმიაკოვი სომეხმა სამართალდამცველებმა. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სიტუაცია, რომ ეჭვმიტანილს არ დაეტოვებინა ქვეყანა და მის დაკავებამდე 2 საათით ადრე ვიცოდით, სად იყო. 35 კაციანი ჯგუფი მუშაობდა ამ ოპერაციაზე და გავაფრთხილეთ მესაზღვრეებიც,“ – აცხადებს სომხეთის შსს მინისტრი, ვლადიმერ გასპარიანი.

 

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი” თახლითობაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიასომხეთის ოპოზიციის შეფასებით ქვეყანაში მოქმედებს რუსული დიქტატურა