ავარია თელავში- გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

policia

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ამ მომენტისათვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ავტომობილის მძღოლიც. იგი მოტეხილობებითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მგდომარეობა მძიმეა.

შემთხვევა თბილისი-თელავის გზატკეცილზე მოხდა. თბილისიდან თელავის მიმართულებით მიმავალი გოლფის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილთან სასაუბროდ დავით უსუფაშვილი მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის შეხვედრა დასრულებულია- რაზე ისაუბრეს მხარეებმა?