ავარია თბილისში – დაშავებულია სასწრაფო დახმარების 2 ექიმი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების 2 ექიმი დაშავდა.

უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და გაზგასამართი სადგურიდან გამომავალი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული ორი ექიმი კი მცირე ტრავმული დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით, საჭიროა, ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება