ავარია ზუგდიდი-მესტიის გზაზე – დაშავებულია 15 ტურისტი (ფოტო)

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე ავარია მოხდა.

სპრინტერის ტიპის მიკროავტობუსი, რომელშიც უხცოელი ტურისტები და 2 ქართველი გიდი იმყოფებოდა, ბეტონის ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულია ყველა მგზავრი. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე 6 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, რომლებმაც დაშავებულები ზუგდიდის საავადამყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დაშავებულებს მძიმე და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. 3 მათგანს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ტურისტენის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან, ექიმების თქმით, ისინი ტრავმულ შოკში არიან.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს. დაზიანებული მანქანა ექსპერტიზაზე ჯერ არ არის გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე ძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

avaria 6 avaria2 avaria3 avaria4 avaria5

banner
წინა სტატიაშიფშაველი-აბანო-ომალოს გზა ისევ ჩაკეტილია
შემდეგი სტატიამაკედონია: ქვეყანას მიგრანტების მისაღებად რესურსები არ ყოფნის