ავარიაში ქართველი კანონიერი ქურდი დაიღუპა

noeმოსკოვი ჩელიაბინსკის ავტომაგისტრალზე, რიაზანის ოლქში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ქართველი კანონიერი ქურდი, 65 წლის ნოე წულაია, მეტსახელად ,,ნოი,, დაიღუპა.

დიდი სიჩქარით მიმავალი ,,ნისან ტეანა,, რომელსაც 38 წლის ქალბატონი მართავდა, შეეჯახა სატვირთო ავტომობილს. მიღებული ტრამვებისაგან ადგილზე გარდაიცვალა ,,ნისანის,, კიდევ ერთი მგზავრი, 65 წლისს ქალბატონი, ხოლო მძღოლი და ნოე წულაია საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. საავადმყოფოში მიყვანილ ნოე წულაიას, მიღებული ტრამვების გარდა ინფარქტიც განუვითარდა და მალევე გარდაიცვალა.

რუსული წყაროების ცნობით, ნოე წულაია წარმოშობით წულუკიძის რაიონიდან იყო. ის ქურდად 1974 წელს ქსნის კოლონიაში მონათლეს, კანონიერი ქურდების ილია აბაკელიას და გივი ჯიჯილეიშვილის რეკომენდაციით.  ,,ნოი,, 1988 წლიდან რუსეთში, სარატოვის ოლქში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიპირველი თოვლი თბილისში და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ძალოვან სტრუქტურებს პროცედურულ დარღვევაში ადანაშაულებს