ავარიას ფოთში მსხვერპლი მოჰყვა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. ქალაქის შესასვლელში, მე-7 კილომეტრის წყალგამყოფ ხიდთან ერთმანეთს საპირისპირო მხრიდან მოძრავი 06-ის მარკის ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად 06-ის მარკის ავტომანქანის მძღოლი, 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. იგი ახალციხის მკვიდრია. მიკროავტობუსში მსხდომ პირებს კი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები. გარდაცვლილი ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს