,,ადრე შაჰი აფინანსებდათ… იგივეა დღესაც…“ – რჩეულიშვილი საქართველოს საგარეო არჩევანზე

ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოს საგარეო არჩევანთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. რჩეულიშვილი რუსეთში უკან დაბრუნებას 2 საუკუნის წინ რამდენიმე ქართველი ბატონიშვილის მცდელობას ადარებს, რომელთა სურვილი სპარსეთში უკან დაბრუნება იყო. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართელოს დღეს არამცთუ მესამე, არამედ მეორე არჩევანიც არ აქვს და ქვეყნის საგარეო ორიენტირი მხოლოდ დასავლეთი უნდა იყოს.
,,დღეს საქართველოს არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორისა გაკეთებული აქვს დასავლეთის სასარგებლოდ. ეს ერთადერთი ჩვენი გზაა. ამ არჩევანისათვის, როგორც სპარსეთმა თავის დროზე პრორუსული არჩევანის გამო დასაჯა საქართველო და ააოხრა თბილისი, ასევე დასაჯა რუსეთმა საქართველო, ააოხრა სამაჩაბლო და დაიპყრო ქვეყნის ტერიტორიის 20%. ცივილიზაციური არჩევანის შეცვლისთვის ყოფილი მფარველები ულმობლად სჯიან ყოფილ ვასალებს. მაგრამ როგორც მაშინ, ასევე დღესაც არჩვანი სწორი იყო და დასჯის მიუხედავად ქვეყანა გადარჩა და გაძლიერდა. ეს ისტორიის კანონია- უნდა მოძებნო საერთაშორისო პარტნიორი (პარტნიორები) ვინც გადარჩენაში დაგეხმარებიან.. უკან რუსეთში დაბრუნება იგივეა, რასაც რამოდენიმე ქათველი ბატონიშვილი ცდილობდა ორი საუკუნის წინ- ანუ უკან სპარსეთში დაებრუნებინა საქართველო. მათ მაშინ შახი აფინანსებდა და მხარს უჭერდა, მაგრამ ისტორიის კანონზომიერებებს წინ ვერავინ აღუდგება. ასეა დღესაც- მოსკოვს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია ისევე, როგორც ადრე სპარსეთს და ამიტომაც გახდა საქართველო იძულებული გაეკეთებინა ახალი ცივილიზაციური არჩევანი. ვისაც არ მოსწონს ევროპა, შეადაროს რეალურ რუსეთს და არა რაღაც იდეალურ სურათს, რომელსაც დასავლეთის ქვეშ წარმოგვიდგენია და მიხვდება, რომ ჩვენი შვილებისათვის უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარებას მხოლოდ დასავლეთი მოიტანს. მესამე გზა კი არა, მეორე გზაც სინამდვილეში არ გვაქვს“ – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე ადამიანი გადაარჩინა
შემდეგი სტატიასტიქია პანკისში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს