ადვოკატი: ოქმში არ არის მოხსენიებული, რომ მაჭავარიანი პოლიციას შეურაცხყოფდა

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

ტაბულას პროდიუსერის, ალექსი მაჭავარიანიის სასამართლო პროცესი უკვე ჩაინიშნა. სასამართლოში მოსამართლის მისვლას ელოდებიან. ალექსი მაჭავარიანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით დაკავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “ლექსო დაკავებულია სრულიად უსაფუძვლოდ, თითქოსდა ის შეურაცხყოფას აყენებდა იქ ადამიანებს და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, მაშინ, როცა, არც დაკავების ოქმში და ახსნა განმარტებებში არ არის არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მოხსენიებული. ლექსო ამბობს რომ პოლიცია იქცეოდა სამარცხვინოდ და ეს არ არის შეურაცხყოფა, როდესაც პოლიცია ხელს უშლის აქციის ჩატარებას ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულს – ეს მართლაც სამარხცვინოა და ნიშნას, რომ მეც ახლა სამართალდარღვევას ჩავდივარ. წინააღმდეგობას რაც შეეხება, ისინი აბსოლუტურად სანქცირებულად, კანონის შესაბამისად, მანიფესტაციების თავისუფლების – საქარველოს კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. გზაც არ იყო გადაკეტილი. ცდილობდნენ უბრალოდ მაგიდის ჩამოღებას მანქანიდან, სადაც განათავსებდნენ სცენას, რაც კანონის მოთხოვნებში პირდაპირ ჯდება. შესაბამისად, პოლოციისთვის წინააღმეგობის გაწევაზე საუბარი არის აბსურდული. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, ვფიქრობ, სასამართლო ამ შემთხვევაში იმსჯელებს წარდგენილი მასალების შესაბამისად და ჩათვლის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიდმანისის მუნიციპალიტეტში სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვაჟა ნაჭყებიას დედა პროკურატურას ობიექტურ გამოძიებას სთხოვს