ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის მოთხოვნას სოსანაშვილთან შეათანხმებს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მოთხოვნას პროკურატურას მას შემდეგ წარუდგენს, რაც საკითხს დაკავებულთან და მისი ოჯახის წევრებთან შეთანხმებს. ამის შესახებ ჯოგლიძემ დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადა, სადაც ის საქმის მასალების გასაცნობად მივიდა.

„აბსურდულად მიმაჩნია აღნიშნული საქმე. აუცილებლად ვაპირებ ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას, მაგრამ ჯერჯერობით უნდა შევუთანხმდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მისი ოჯახის წევრებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა და იგი ბრალს არ აღიარებს,“ – განაცხადა ჯოგლიძემ.

გია სოსანაშვილს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა. მას 20 იანვარს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ედება ბრალად. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აღმოჩენილი დნმ-ის კვლევა ალტერნატიული ექსპერტიზით უნდა გადამოწმდეს.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 22 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება- ვინ არიან კანდიდატები?