,,ადეიშვილს უნგრეთი ეხმარება,, აცხადებს ემიგრანტი გია ალანია

284997_227145167322170_1044189_nგამსახურდიას ხელისუფლების მომხრე და 1997 წლიდან ჩეხეთის მიერ შეფარებული პოლიტიკურად დევნილი ქართველი ემიგრანტი გიორგი ალანია, ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოღების მიზეზებსა და თავად ადეიშვილის მიერ შესრულებულ პროცედურებს ,,ფეისბუქით,, საქართველოს პროკურატურას განუმარტავს…
როგორც თავად საქართველოს მხრიდანდღემდე ძებნილი ალანია აცხადებს, მას 15 წლიანი სტაჟი აქვს ევროპაში ქართველი ემიგრანტებისათვის თავშესაფრის მიღების დახმარებაში და ძალიან კარგად იცის როგორ ხდება მსგავსი პროცედურები.
,,პასუხი საქართველოს გენპროკურატურას.
ეხლა თქვენ ჩემზე გამოცდილები ხართ, აბა მე 22 წლის პოლიტემიგრანტს და 15 წლის სტაჟით თავშესაფრებისა და ექსტრადირების საქმეებში ანგაჟირებით, როგორ ვიკადრებ ჭკუის სწავლებას?!..
ზურაბ ადეიშვილმა არ დაუშვა ის შეცდომები, რომელსაც ბევრი თავშესაფრის მთხოვნელი უშვებს, ანუ კონკრეტულად თავშესაფარი მოითხოვა ევროკავშირის პირველ ქვეყანაში (საზღვრის გადაკვეთას აქვს მნიშვნელობა). თან ზურაბ დეიშვილმა ამოარჩია ქვეყანა, სადაც თავშესაფრის მიღების არა მარტო დიდ ალაბთობა იყო, არამედ მომავალში მის დაცვაც შეეძლო. უნგრეთი ამ კუთხით არაა ხელ-წამოსაკრავი ქვეყანა.
აქედან გამომდინარე, უნგრეთის მიერ ზურაბ ადეიშვილზე პოლიტიკური თავშსაფრის მიცემის შემდეგ, უნგრეთივე იღებს საკუთარ თავზე პიროვნების დაცვის საკითხებს და როგორც საქმიდან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, უნგრეთის მხარემ მიმართა ინტერპოლს, მის დაცვის ქვეშ მყოფი პირის წითელი ცირკულარიდან ამოღების თაობაზე.
ამ შემნთხვევაში ინტერპოლი უარს ვერ იტყოდა, თუ რამე განსაკუთრებული დამამაძიმებელი მოტივები არ იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ უკვე მიწოდებული მასალა არ იყო სათანადოთ არგუმეტირებული და ამავე დროს უნგრეთში თავშესაფარმიღებული პირის მიმართ უნგრეთმა ინტერპოლში მოთხოვნა გააზავნა ცირკულარიდანა მოღების თაობაზე, მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
საქრთველოს პროკურატურას კი ამ მომენტში არ რჩება არავითარი მექანიზმი, ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა.
ესაა ჩემი კომენტარი… 🙂
პ.ს. ზურაბ ადეიშვილმა ეტყობა რომ თავშესაფარი მიიღო უკრაინაში გამგავრებამდე, რადგან ისე ვერ გადაკვეთავდა საზღვარს.
არ აქვეყნებენ თუ რომელ ქვეყანამ მისცა თავშესაფარი, რაც ნორმალურია, მაგრამ 100 პროცენტი თავშესაფარი უნგრეთმა მისცა. აქ ორი აზრი არ არსეობს. თუ რატომ ზემოთ დავწერე, ანუ საზღვრის გადაკვეთა და პირველი ევროკავშირის ქვეყანა.,, აცხადებს გიორგი ალანია

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ,,ბავშვი 44,, დაბლოკა
შემდეგი სტატიალევან იზორია: მოწოდება “დავამხოთ ხელისუფლება” დასჯადი ქმედება არ იქნება