ადეიშვილს იუსტიციის მოქმედ მინისტრზე საუბარი არ სურს

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

ზურაბ ადეიშვილს გული სწყდება, რომ პროკურატურა კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლას აგებს.

ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემა არჩევანში ისუაბრა და ის მიზეზებიც ჩამოთვალა, რის გამოც დღეავდნელი პროკურატურა თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

“ეს ხდება იმის გამო, რომ ვერ აკეთებს თავის ძირით ამოცანაზე კონცენტრირებას, რადგან ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აქვს. ვერ ასცდა პროკურატურა პოლიტიკურ ზეგავლენებს. ის არის ინსტრუმენტი მმართველი პოლიტიკური ძალის და პრობლემები, რომელიც დღეს არის პროკურატურაში, აქედან გამომდინარეობს,” – ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი მოქმედზე დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. თუმცა, ვრცლად საუბრობს დღევვანდელი ხელისუფლების წარმატებასა და წარუმატებლობაზე.

მისი თქმით, დადებითია, რომ მთავრობას დეკლარირებულ დონეზე კურსი არ შეუცვლია. ასევე დადებითად აფასებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შექმნილი ინსტიტუტების შენარჩუნებას.

მთავარ პრობლემად კი ეკონომიკური კუთხით გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს, მთავრობის არაკომპეტენტურობასა და არაფორმალურ მმართველობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილი: ევროპაში ცხოვრება ადვილი არ არის
შემდეგი სტატია„უახლოეს პერიოდში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დეგრადირება ან კოლაფსი მოხდება“ – ზურაბ ადეიშვილი