ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ უკრაინის ხელისუფლებაში ყოფნაზე უარი თქვა

1-JabaEbanoidzeუკრაინულ ტელეარხზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინის იუსტიციის სამინისტროში მუშაობაზე უარი განაცხადა და დაკავებული თანამდებობა დატოვა ჯამბულ ებანოიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯამბულ ებანოიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ მუშაობდა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, გია გეწაძესთან, გიორგი წიკლაურთან და ხატია შელიასთან ერთად მიიწვიეს უკრაინის იუსტიციის სამინისტროში სამუშაოდ. როგორც ცნობილია გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ჯამბულ ებანოიძეს, რომელიც სარეგიტრაციო დეპარტამენტის უფროსად უნდა დანიშნულიყო, როგორც ირკვევა, მას ამ დეპარტამენტის ნაცვლად ისეთი დეპარტამენტი ჩააბარეს, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა…

,,ჩამოვდივარ საახალწლო დღესასწაულების შემდეგ კიევში… ვაძლევ მოქალაქეობაზე განცხადებას და იანვრის შუა რიცხვებში მიცხადებენ, რომ ისუტიციის სამინისტრო რეგისტრაციის დეპარტამენტის გაუქმებას აპირებს… იმ ორგანოს, რომლის ხელმძღვანელადაც მომიწვიეს. მიუხედავად ჩემი აღშფოთებისა, მიხსნიდნენ, რომ ამ დეპარტამენტის გაუქმებით, რეგისტრაციებში კორუფციის დამარცხებას აპირებდნენ,, აცხადებს აბანოიძე, რომელსაც მისივე განცხადებით კიდევ ერთი თვე მოუნდა იმისთვის, რომ გაეგო იმ დეპარტამენტის შესახებ რომელიც მას ჩააბარეს და რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია.

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს
შემდეგი სტატია,,კრიზისიდან მშრალად გამოსვლა არ გამოვა,, – რომან გოცირიძე