„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“- უსუფაშვილი ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“-ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

იგი აცხადებს, რომ  ხელისუფლებამ როგორმე უნდა მოახერხოს, რომ ადამიანები არ იყვნენ იძულებულნი თავად ეძებონ სამართალი მოკლული შვილების თუ სხვა უბედურებების გამო.

„ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ“-განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმა.

მან აღნიშნა, რომ ეს საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ  საზოგადოებას არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

„ის რაც მოხდა, მკვლელობა ასეთი ცინიზმით არ მსმენია და ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანს შეიძლება ასეთი შერყეული ფსიქიკა ჰქონდეს“-განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ავტომობილი მეორედ შეისწავლეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი “ნაციონალურ მოძრაობას” ხვდება