“ადამიანი, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი ან წონა, ასეთი ადამიანის გასამართლება აპრიორი პოლიტიკური პატიმრობა არ არის”

გიორგი მარგველაშვილი კიევში

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის უზენაესობა იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობებისა და პოლიტიკური წონის ადამიანი, ერთნაირად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს კვირეულის ფრგლებში გამართულ დისკუსისაზე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ადამიანი, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი ან წონა, ასეთი ადამიანის გასამართლება აპრიორი არის თუ არა პოლიტიკური პატიმრობა? მოგახსენებთ რომ არა. იმიტომ, რომ კანონი სწორედ იმიტომ არის უზენაესი და კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური წონის ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ისევე როგორც ასეთ პრივილეგიას მოკლებული რიგითი მოქალაქე, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატირები, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამავე დროს, არის სისხლის სამართლის დევნა, ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იგი ევროსაბჭოს რეზოლუციასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე და რომელშიც საქრთველოს მაგალითებიც იყო მოყვანილი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეზოლუციაში პოლიტპატიმრების თემა არ ყოფილა.

„პოლიტიკური პატიმრების თემა არ ყოფილა იმ რეზოლუციის საგანი, რომელშიც თითქოს პოლიტპატიმრებზეა საუბარი. იქ საუბარი იყო, რომ გადაცდომებია წინასწარ პატიმრობაში, იმ რეზოლუციაში არსებული ბევრი რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია. მეორეს მხრივ ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ამ რეზოლუციაში იყო, იმედი მაქვს ჩვენი სასმართლოს მიერ გათვალისწინებული იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს და სტუდენტებს ხვდება.ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც საუბარი შეეხება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

ღონისძიება, “პროექტ შეხვედრები გამორჩეულ სპიკერებთან” ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით იმართება. ნატო-ს კვირეული საქართველოში 25-ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ტარდება

banner
წინა სტატიაშიტრაგედია წნორში- ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა