“აგვისტოს ომის საქმე არის ქართული საქმე და შიდა კინკლაობების გარეშე ამ სამართლებრივ გზაზე ერთად უნდა ვიაროთ”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის პროკურორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აგვისტოს ომი მთლიანად საქართველოს საქმეა და არა რომელიმე მინისტრის, გამომძიებლის ან ჟურნალისტის.

„აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე მინისტრის საქმე, აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე ერთი გამომძიებლის, ან რომელიმე ერთი ჟურნალისტის საქმე. აგვისტოს ომის საქმე არის ქართული საქმე და ჩვენ ერთად ერთიანი პოზიციით, შიდა კინკლაობებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფების, ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების გარეშე, ამ სამართლებრივ გზაზე უნდა ვიაროთ ერთად, და მთელმა ქვეყანამ უნდა დავამტკიცოთ რომ დიახ რუსეთი თავს დაგვესხა და დიახ ეთნიკური წმენდა განვიცადეთ, დიახ, დღესაც ოკუპაცია მიმდინარეობს, სამხედრო დანაშაული რუსეთის მხრიდან სახეზეა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში„EBRD-სთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი ინვესტიციაა განხორციელებული”
შემდეგი სტატია„თუ პარლამენტი არ გამოხატავს პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას“