აფხაზეთში პასპორტიზაციის განახლებაზე მუშაობენ

pasportra13აფხაზური მედიის ცნობით, ამ დღეებში ჩატარდა პასპორტიზაციის პროცეცის მოწესრიგების საპარლამენტო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ასლან კობახიასა და პარლამენტის დეპუტატების გარდა, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობიდან შსს-ს მინისტრი რაულ ლოლუა და გენერალური პროკურორი ალექსეი ლომია, ქალაქის პროკურორებთან ერთად ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ გააკრიტიკა წინა ხელისუფლების პერიოდში მიმდინარე პასპორტიზაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ხდებოდა უხეში დარღვევები. მან აგრეთვე მოუწოდა კომისიის წევრებს, რომ მარტის თვისთვის დაამთავრონ ადგილზე შემოწმებები. კობახიამ შსს-ს და გენპროკურატურას გადასცა პასპორტიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე გაცემული პასპორტების ელექტრონული ბაზის მონაცემები.
საპარლამენტო კომისიას ანგარიში ჩააბარეს ქალაქების პროკურორებმა და მიაწოდეს მონაცემები, გადამოწმებული და გადასამოწმებელი საპასპორტო მონაცემების რაოდენობაზე.
სხდომაზე აგრეთვე ისაუბრეს წინა ხელისუფლებების დროს შექმნილ ჩაწერის კომისიაზე. ამ კომისიის მუშაობა მიჩნეულიქნა, როგორც კანონდარღვევითი და მის მიერ გაცემული ყველა პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კომისიის თავმჯდომარემ კობახიამ დაასახელა დღეისთვის აფხაზეთში გაცემული პასპორტების მფლობელთა ეროვნული შემადგენლობა… აფხაზეთში პასპორტები მიღებული აქვთ: 90.312 – აბხაზს, 36.808 – სომეხს, 29.694 -ქართველს, 20.190 – რუსს, 2.866- აბაზს, 2.717 – უკრაინელს, 1.714 – ბერძენს და სხვა ეროვნების 4.964 მოქალაქეს.
ასლან კობახიას განცხადებით, ახალი პასპორტების გაცემა მალე დაიწყება, თუმცა მისივე განმარტებით, პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა მანამდე არ გასცემს პასპორტების გაცემაზე განკარგულებას, სანამ წინა წლებში ჩადენილი სიბინძურე არ მოსაფთავდება.
აფხაზეთის დეფაქტო გენპროკურორის ალექსეი ლოლუას განცხადებით, მათ კარგად ესმით რა მოლოდინია ხალხში და ამ მოლოდინის გამართლებაში, ახალი მონაცემთა ბაზაც მათ დაეხმარებათ… ნათქვამია აფხაზური ინტერნეტ-გამოცემის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივადამდელი არჩევნებით ხელისუფლებაში კვლავ ნაგავი დარჩება – აცხადებს კახა კუკავა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა