აბულაძის პირადი საქმე – რატომ დატოვა დროზე ადრე ციხე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულმა

shalvaaa45-890x395 ცნობა პირადი საქმის მიხედვით

აბულაძე შალვა ფრონდოზისძე,დაბადებული 1977 წლის 29 ნოემბერს:

      

გასამართლებულ იქნა 2007 წლის 16 ივლისს ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.

(საქ.სსკ-ის 265 მუხლის I ნაწილით ბრალდების ეპიზოდში გამართლდა, 19-109 მუხლის I ნაწილის ,,გ“ ქ/პ, II ნაწილის ,,გ“ ქ/პ, III ნაწილის ,,ა“ ქ/პ მიესაჯა 16 წლით თ/აღკვეთა, 236 მუხლის I და II ნაწილებით მიესაჯა 03 წლით თ/აღკვეთა, 260 მუხლის I ნაწილით მიესაჯა 01 წლით თ/აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა 16.07.07 წ. განაჩენში, შ. აბულაძეს მოეხსნა 19-109 მუხლის II ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი და ამ ნაწილში გამართლდა, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი).

      

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის დადგენილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის II მუხლის I ნაწილის შესაბამისად შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლისა და 06 თვის ვადით. სულ მოაკლდა 06 თვე.

(260 მუხლის I ნაწილით განსაზღვრული სასჯელი 01 წელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 06 თვე, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა15 წლის, 11 თვისა და 07 დღის ვადით. სულ მოაკლდა 03 წელი, 06 თვე და 23 დღე.

(გაუნახევრდა 260 მუხლის I ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის, 05 თვისა და 07 დღის ვადით. სულ მოაკლდა 01 წელი და 06 თვე.

(19-109 მუხლით დანიშნული სასჯელი 16 წელი შეუმცირდა ¼ -ით და განესაზღვრა 12 წელი, 236 მუხლის I და II ნაწილებით შეფარდებული 03 წელი  შეუმცირდა ¼ -ით და განესაზღვრა 02 წელი და 03 თვე, 260 მუხლის I ნაწილით დარჩენილი 03 თვე  შეუმცირდა ¼ -ით და დარჩა 02 თვე და 07 დღე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებითშეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა თ/აღკვეთა 08 წლის ვადით. სულ მოაკლდა 06 წელი, 05 თვე და 07 დღე.

(ცვლილება შევიდა 31.01.2013 წ. განჩინებაში და შ. აბულაძე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად გათავისუფლდა 236 I და II ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან, მე-8 მუხლის თანახმად გათავისუფლდა 260 მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან,  მე-7 მუხლის თანახმად კი 19-109 მუხლით დანიშნული სასჯელი 16 წელი გაუნახევრდა).

2013 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის N05/13/კ-425 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე 08 თვით და 12 დღით ადრე.

ინფორმაციას სააგენტო “აქცენტი” ავრცელბს

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ბულგარეთის ტახტის მემკვიდრე
შემდეგი სტატიააფხაზეთის რუსები რუსულ პენსიას მიიღებენ