აბორტი – შენ გახდები მკვდარი შვილის დედა.!!!

არასამთავრობო ორგანიზაცია – “ სიცოცხლის გადასარჩენად

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია – “ სიცოცხლის გადასარჩენად” – შეხვედრას მართავს, სადაც საუბარი იქნება ყველა დროის პრობლემაზე – აბორტზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია – “ სიცოცხლის გადასარჩენად
ხაზგასმით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანდრო სარჯველაძე ხელმძღვანელობს. „თაიმერი“ გთავაზობთ ანდრო სარჯველაძესთან ინტერვიუს:
_ ორგანიზაცია 2015 წლის 27 თებერვალს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია აბორტის საწინააღმდეგო კამპანიების ჩატარება. გვსურს რომ მოხდეს მოსახლეობის განათლების და ცნობიერების დონის ამაღლება ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ყველა დედამ უნდა გაითავისოს, რომ მის წიაღში ცხოვრობს ცოცხალი არსება, ის არის ნამდვილი ადამიანი პიროვნება და მომავალი მოქალაქე , რომელსაც სრული უფლება აქვს იყოს დაცული მისი სიცოცხლის ხელყოფისგან. აბორტი როგორც სამართლებრივი ფენომენი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1764 წლით დათარიღებულ ხამურაბის კანონში გვხვდება . თუ ქალი ბავშვს მოიშორებდა მაშინ მთელი ცხოვრება ქმრისთვის ხარკი უნდა ეხადა ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით თუ ქალი მუცელს მოიშლიდა ქმარი შორდებოდა, წამლის მიმცემი და ქალი ორივე თემიდან იდევნებოდა. მნიშვნელოვანია ქალებმა იცოდეს თუ რა საფრთხე ელის ქალის ჯანმრთელობას აბორტის შემდგომ.

ზოგადად, ყველა სახის აბორტის წინ, ქალი გინეკოლოგმა სრულყოფილად უნდა გასინჯოს. მას კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები და ულტრაბგერითი გინეკოლოგიური კვლევა უნდა ჩაუტარდეს. მიუხედავად ამისა, აბორტს, როგორც ქირურგიულ მანიპულაციას, შეიძლება ისეთი გართულებები მოყვეს, როგორიცაა სისხლდენა, საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტრავმული დაზიანება, სასქესო ორგანოების ანთება, ინფექცია, საკვერცხეების დისფუნქცია, ანდომეტრიოზი და მრავალი სხვა. ამ ყველაფერს კი ემატება ფსიქოლოგიური მომენტიც, აბორტი ქალისთვის დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა.
_ ფსიქიკას ანგრევს ეს ყველაფერი…
_ დედობის ინსტიქტი უდიდესი იმპულსია ყოველი ქალის სიცოცხლისათვის და მისი ხელყოფა იმდენად მძიმედ აისახება ქალის ფსიქიკაზე რასაკვირველია, ასეთ დროს სიცოცხლის რაღაც ეტაპზე აუცილებლად იწყება იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი ჩვილი, რომელზეც მან უარი თქვა და მოსპო, შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი თავისი მშვენიერი სამყაროთი, სიხარულით, მწუხარებით, ბედნიერებით… და მან ამ ადამიანს ეს ყველაფერი წაართვა. ამის გააზრება კი უკვალოდ არ ჩაივლის, ცნობიერებაზე მტანჯველ კვალს უსათუოდ დატოვებს”. აბორტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გახდები დედა, აბორტი ნიშნავს იმას, რომ შენ გახდები მკვდარი შვილის დედა.
_ კანონი სამწუხაროდ აბორტს დანაშაულად არ აღიარებს.
_ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა. აბორტისწინა ექიმის კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2646 – ვებგვერდი, 08.08.2014წ. 1. აბორტის რეკლამა აკრძალულია. 2. 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, აბორტის შემდგომი შესაძლო გართულებებია : სქესობრივი მოშლილობა , უშვილობა , მკერდის კიბოს განვითარების დიდი რისკი და ასევე სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ეს არის პირველი აბორტ – საწინააღმდეგო ორგანიზაცია მსოფლიოში „society for the protection of unborn children “ არდაბადებული ბავშვების დაცვის საზოგადოება“. ის შეიქმნა დიდ ბრიტანეთში 1967 წელს აბორტის აქტის ლიბელარიზაციის შემდეგ რომ დაეცვათ ის პრინციპი რასაც ჰქვია ადამიანის სიცოცლის პატივისცემა, კონკრეტულად არდაბადებული ბავშვის სიცოცხლის დაცვა.
აბორტ-საწინააღმდეგო ორგანიზაცია საფრენგეთში ჩამოყალიბდა 1971 წელს „Laissez-les-vivre-SOS futures mères“ ითარგმნება როგორც დედებო მიეცით უფლება რომ იცოცხლოს მისი დამფუძნებელი გენეტიკოსი იყო „Jérôme Lejeune“ . 2005 წლიდან პარიზში ყოველწლიურად ახორციელებენ გამოსვლას სახელად „მსვლელობა სიცოცხლისთვის. აბორტები გარკვეული დროის განმავლობაში (1791-1810) ლეგალიზირებული იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს. ეს გამოცდილება გადაიღეს საბჭოთა რესპუბლიკაშიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მაგრამ ისევ აიკრძალა 1920 წლიდან. ამის შედეგად აბორტებმა ბევრ ქვეყნებშიც ლეგალიზირება მოიპოვა. მაგალითად შვედეთში 1946 წლიდან ხოლო დიდი ბრიტანეთში 1967 წლიდან.საუკუნეთა მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აბორტის გამო ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით სჯიდნენ თავად აბორტის გამკეთებელსაც და მასაც, ვინც გაიკეთა აბორტი. კერძოდ, ერთი პერიოდი, საფრანგეთში აბორტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ შობადობის ზრდა ვერც ამან გამოიწვია. სამაგიეროდ, სწორედ საფრანგეთს ჰქონდა ასეთი მაგალითი, როდესაც ფრანგი ხალხი გადაშენების საშიშროების წინაშე იდგა (რადგან წლიდან წლამდე შობადობა იკლებდა), ერმა მიიღო გამრავლების გადაწყვეტილება. იმ დღიდან მოყოლებული, საფრანგეთში მოსახლეობის ისეთი მატება დაიწყო, რომ დღეს უკვე საფრანგეთს ეს პრობლემა თითქმის აღარ აქვს. ერი unda მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ქართველებს გამრავლება სჭირდებათ. magaliTad როცა რუსეთ-ჩეჩნეთის ომი იყო გაჩაღებული და ცუდ მდგომარეობაში იყო ჩეჩნეთი, ერთ ჩეჩენ ქალბატონს ჰკითხეს, ქვეყანა იქცევა, ომია და თქვენ კი ორსულად ხართ, როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად დასაშვებიაო? მან უპასუხა, სწორედ იმიტომ, რომ ომია, რომ ჩვენი გაწყვეტა სურთ რუსებს, ჩვენ უნდა გავმრავლდეთ. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გავაჩინო შვილიო. ამ შეგნებამდე თუ მივა ქართველი ერი შობადობა მოიმატებს
_ ფსიქიკას ანგრევს ეს ყველაფერი…
_ დედობის ინსტიქტი უდიდესი იმპულსია ყოველი ქალის სიცოცხლისათვის და მისი ხელყოფა იმდენად მძიმედ აისახება ქალის ფსიქიკაზე რასაკვირველია, ასეთ დროს სიცოცხლის რაღაც ეტაპზე აუცილებლად იწყება იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი ჩვილი, რომელზეც მან უარი თქვა და მოსპო, შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი თავისი მშვენიერი სამყაროთი, სიხარულით, მწუხარებით, ბედნიერებით… და მან ამ ადამიანს ეს ყველაფერი წაართვა. ამის გააზრება კი უკვალოდ არ ჩაივლის, ცნობიერებაზე მტანჯველ კვალს უსათუოდ დატოვებს”. აბორტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გახდები დედა, ის ნინავს იმას, რომ შენ გახდები მკვდარი შვილის დედა.
– სამწუხაროდ კანონით აბორტი დანაშაული არაა…
–საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა. აბორტისწინა ექიმის კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. მართალია საქართველოში მატერიალური მდომარეობა მძიმეა , მაგრამ გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახია რომლებიც წლების მანძილზე შვილს ნატრულობს, ამიტომ ნუ ვეტყვით უარს სიცოცხლეს !

banner
წინა სტატიაში,,ვინც გაბედავს რუსეთის ძალაუფლებისგან დაშორებას, საფასურს თავისი ქვეყნის ნაწილით გადაიხდის”
შემდეგი სტატია“ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი, კოლექტიური გვარამია იქნება”- ხალვაში ჟურნალისტებს მიმართავს