აბიტურიენტები მეორად ჩარიცხვებზე პრემიერის პასუხს ელოდებიან

აბიტურიენტები, რომლებიც მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ, პრემიერმინისტრის პასუხს ელოდებიან. მათ შესაბამისი წერილი უკვე შეიტანეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ნაწილმა გუშინდელი ღამე გაათენა.

დღეს დილიდან კი ისინი უკვე განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და აქციას გააგრძელებენ.

მათ ისევ არ უერთდება აბიტურიენტთა ნაწილი, რომელიც მოლაპარაკებების გზით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას. როგორც აცხადებენ, ისინი მომავალი გამოცდებისთვის მოემზადებიან. მეორად ჩარიცხვებს 600-ზე მეტი აბიტურიენტი ითხოვდა უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ 18 ათას ვაკანტურ ადგილზე, თუმცა მეორად ჩარიცხვებს არც რექტორებმა დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს
შემდეგი სტატია“მთავარი ამოცანაა, გავზარდოთ საქართველოს ეკონომიკა, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას”