აბიტურიენტების ნაწილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ხვდება

წერს

აბიტურიენტების ნაწილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია მიმინოშვილთან, შეხვედრას მართავს.

ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა. თუმცა, შეხვედრის დაწყების წინ მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვების სისტემის აღდგენას წელს არ გეგმავს.

„რამდენჯერაც სურდთ, იმდენჯერ შეეძლოთ, შეეცვალათ თავისი არჩევანი, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს. არ არის სამართლიანი, რომ გარკვეულ რაოდენობას შესაძლებლობა მივცეთ და ვიღაც დავჩაგროთ,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

განათლების სამინისტროსთან კი აბიტურიენტების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრისაგან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიახვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება