ააიპ დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმომავლის ბანაკი ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატიასპორტის სასახლესთან შენობა ჩამოინგრა – გარდაცვლილია 3 ადამიანი