ФСБ-ს შეფთან შეხვედრის შემდეგ დაბლოკილი ანაკლიის პროექტი – რა ინტერესები ჰქონდა ივანიშვილს

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ “ქართუში” 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა.

გოგოლაძემ ინტერვიუს დროს ვრცლად ისაუბრა ანკალიის პორტის პროექტზე და იმ ინტერესებზე რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. მისი განცხადებით, ადგილზე პროექტი ბევრად უფრო ადრე, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიგეგმა და ინვესტორებთან მოლაპარაკებებში ის უშუალოდ იყო ჩართული.

“ხაზარაძე და ჯაფარიძე და ის კომპანია დამოუკიდებლად იდნგნენ ფეხზე უკვე ესენი, 0 დან შექმნეს მათ ეს კომპანია ეს მათი შვილობილი იყო, თუ შვილი არა. შექმენს ახმელა კომპანია ამდენი სამუსაო ადგილები და როგორც ჩანს თავი არ დაუხარეს მათ ბოლომდე. რაღაც დონემდე დაუხარეს, მაგრამ როდესაც უფრო დაბლა მოსთხოვა, ბოლომდე არ დაყვნენ”, – თქვა ედუარდ გოგოლაძემ.

გოგოლაძე იხსენებს, რომ შევარდნაძესთან მუშაობის დროს 90-იანი წლების დასაწყისში, მან იცოდა პროექტის შესახებ, რომელიც მუშავდებოდა, მასზე ამერიკელები და ბრიტანელი ექსპერტები მუშაობდნენ. მისი განცხადებით, პროექტის დოკუმენტაციის ღირებულება 3 მილიონი დოლარი იყო და პროექტის განხორციელების სავარაუდო ინვესტიცია10-დან 12 მილიარდამდე განისაზღვრებოდა.

პროექტის ფარგლებში შენდებოდა საზღვაო პორტი, ტერმინალები, ნავთობგადამმაუშავებელი ქარხანა ან ქარხნები, და მესამე ეტაპზე ნავთობქიმია.

გოგოლაძის განცხადებით, ივანიშვილს პირველად ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მან 2001 წელს მიაწოდა, ამ დროს ის უკვე “ქართუს” ვიცე-პრეზიდენტი იყო. გოგოლაძის თქმით, ივანიშვილს შესთავაზა შევარდნაძესთან შეხვედრა და ინვესტორობა. მისივე თქმით, პირველი შევხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძისგან თანხმობა ვერ მიიღო.

“მერე დავუკავშირდი გია ჭანტურიას, გია იყო ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი, ვუთხარი რომ იყო პოტენციური ინვესტორი და შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროექტი. მან როგორც ჩანს წაიმუშავა შევარდნაძესთან, შემდეგ მოხდა მოერე შეხვედრა, რომლის დროსაც თავი დაუქნია ბატონმა ედუარდმა, ანუ თანხმობა მისცა. დავიწყეთ მუშაობა მე და გიამ. გაიმ გაუკეთა ორგანიზება პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლების შეხვედრას ვენაში. ეს არის 2001 წლის დეკემბერი. გია იყო იქ ჩვენი ელჩი აზერბაიჯანში, გიას აპარატის თანამშრომლები, მე , შვეიცარიიდან იყვნენ ჩამოსულები პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლები და მთავარი ფინანსისტი დუბაის ემირის. ბრიტანელი კაცი იყო, ვიდრე ის სამუშაოდ გადავიდოდა ფინანსისტად ემირთან ბრიტანეთის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე გამაცნო გია ჭანტურიამ. შედგა იქ განზრახულობათა პროექტი, რომელსაც მოვაწერე ხელი, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა”, – ყვება ის.

რესპოდენტი ყვება, რომ შემდეგი შეხვედრა ბაქოში 2002 წელს გაიმართა. მისი თქმით, ივანიშვილს ძალიან სურად ეს პროექტი გამოსულიყო, ისიც კი აღნიშნა, რომ გამონახავდა ფორმას, რომლითაც მას მადლობას გადაუხდიდა ამ საქმის გამო.

“მითხრა ეიფორიაში ნუ ჩავარდებიო, მე წავალ მოსკოვში, შევხვდები პატრუშევს, ФСБ -ს შეფს, და შემდეგ გეტყვი, თუ არ მომცეს თანხმობა, 1 დოლარსაც ვერ ჩავდებო. ვარ ჩადო და პირველად მოკვდა ეს პროექტი მაშინ”, – ამბობს ის.

რესპოდენტისთვის ცხადია, რომ ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძესაც არ ჩაადებინებდა პროექტში ფულს, რადგან მას ერთხელ უკვე ჰქონდა უარი მიღებული და ამ კითხვას რუსეთში მეორედ არ დასვამდა. “თქვა, რომ ეს არ განხორციელდებაო, დამთავრდა ამაზე საუბარი”.

“სული კბილით მეჭირა როცა ვუყურებდი, რომ ეს ბრძოლა მიდიდოა იქ, რომ გააჩერეს და დაბლოკეს ეს პროექტი, მე ხომ ვიცი ეს რატომ მოკლეს, ვინ მოკლა და სად იწყებოდა ეს ინიციატივა”, – ამბობს ის.

გოგოლაძე ამბობს, რომ ამერიკელებისა და ევროპელების აზრს, სავარაუდოდ, შესაძლებლობების ფარგლებში ანგარიშს უწევს, მაგრამ შიშით მხოლოდ მოსკოვის ეშინია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მისთვის “რუული ჩაის” შეთავაზება შეუძლია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ ზუგდიდის ბანკის მძარცველის ვინაობა დაასახელა