С-400-ების ყიდვის შემთხვევაში აშშ თურქეთს ემუქრება

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთს სერიოზული შედეგები ელოდება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რუსეთისგან შეიძენენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ებს. “თუკი თურქეთი აიღებს С-400, მას სერიოზული შედეგი მოყვება. ანკარა ვერ მიიღებს F-35-ებს და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს. აშშ-ანკარას შორის სამხედრო ურთიერთობები დასრულდება” – პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა 8 მარტს განაცხადა.

ამერიკული მედიის ცნობით, განცხადება პირველი შემთხვევაა, როცა პენტაგონი თურქეთს კონკრეტულად ემუქრება თვითმფრინავ F-35-ის არ მიცემით, თუკი ის რუსულ С-400-ებს შეიძენს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი წლის ბავშვია
შემდეგი სტატიასოციოლოგები ევროპარლამენტში პოპულისტების რიცხვის გაზრდას ელოდებიან