КГБ-ს მდიდარი აგენტები ღარიბ ,,ნაჩალნიკთან,, იუბილეზე

საბჭოთა უიშროების (КГБ) ყოფილი აგენტი და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ფაშიზმთან გამარჯვების დღესასწაულის წინა დღეს, მოსკოვში მცხოვრებ ყოფილ უფროსს, მეგობრებთან ერთად ეახლა და 90 წლის იუბილე მიულოცა. საჩუქრად კი – მაჯის საათი და 1927 წლის 8 მაისს (იუბილარის დაბადების დღეს) გამოცემული გაზეთი ,,პრავდა,, მიუტანა.
ლაზარი მატვეევმა, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების (,,შტაზის,,) სისტემაში ,,კაგებეს,, განყოფილების უფროსი იყო, 80-წლების მეორე ნახევარში დრეზდენში, მისი ხელმძღვანელობით მომუშავე იმავე უწყების საიდუმლო თანამშრომელი (აგენტი) და ამაჟამად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კიდევ ორ ყოფილ აგენტთან ერთად, მოსკოვის ჟულებინოს რაიონში, თავის საკმაოდ მოკრძალებულ ბინაში მიიღო და მოკრძალებული სუფრა გაუშალა.
პუტინთან ერთად, ლაზარი მატვეევის სახლში მისალოცად მისულები იყვნენ კორპორაცია ,,როსტეხის,, პრეზიდენტი სერგეი ჩემეზოვი და ,,ტრანსნეფტის,, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ტოკარევი, რომლებიც გერმანიაში პუტინთან ერთად მსახურობდნენ, როგორც საბჭოთა უშიშროების ჯაშუშები და ამჟამად ძალიან მდიდარი ადამიანები არიან.
როგორც ცნობილია, პუტინი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოფიციალურად, დრეზდენში მდებარე საბჭოთა საკონსულოს თანამშრომელი იყო, თუმცა სინამდვილეში ის საბჭოთა КГБ-ს რეზიდენტი გახლდათ, რასაც დღეისთვის თავადაც არ მალავს.

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიტრამპი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა
შემდეგი სტატია(video) თენგიზ ჯგუშია: ბესო მოკლეს!