​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს

region
ავტ.: region ივნისი 10, 2019 14:15

​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს

„დღეს დაიკითხა „რუმს ყაზბეგის“ ხუთი თანამშრომელი. კითხვები ეხებოდა უშუალოდ 6 ივნისს და წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ფრენებთან დაკავშირებით არის კითხვები, თუ რა მიზნით ხორციელდებოდა ფრენა, ბორტზე მყოფი პირები, რა მიზნით და ვისთან შეთანხმებით იმყოფებოდნენ. ლოგიკურია, დაკითხვები გაგრძელდება და გამოიკითხება ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ავიაკომპანიასთან თუ სასტუმროსთან. ვერტმფრენი ემსახურებოდა სასტუმროს მგზავრებს და ახორციელებდა კომერციულ ფრენებს. სანამ ფრენებს შეასრულებდა, უნდა მოსულიყო ანგარიდან სასტუმრომდე, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

კომპანია „ავიატორი +“-ს („აჭარა ჯგუფი“) ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც, 6 ივნისს ყაზბეგში, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

region
ავტ.: region ივნისი 10, 2019 14:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics