​ტიკარაძე – კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი

gulis eleqsiri

კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აჭარასა და იმერეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე შეხვდა კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და დაავალა, რომ დროულად მოახდინონ არსებული რესურსის უზრუნველყოფა, რათა პაციენტები მაქსიმალურად განთავსდნენ ჰოსპიტალურ სექტორში.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს მოცემული პირობა მათი მხრიდან, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რათა პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წინა სტატიაში“ნეტავ ავცრილიყავი” – მეან გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიატიკარაძე – ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებული