​კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2020 01:02

​კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა

მნიშვნელოვანი

  • ​კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა

სხვა სტატიები

 

„ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა; ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს. რეგულარულად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით; უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ ორ საათში ერთხელ; მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში;

მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს ექვს წლამდე ბავშვი); მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით – დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით: ნიღაბი (ოთხსაათიანი ინტერვალით), სათვალე ან დამცავი ფარი და ხელთათმანი“, – წერია დოკუმენტში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2020 01:02

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics