ჰააგის პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიების დაწყებას ითხოვს… (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 14, 2015 01:37

ჰააგის  პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიების დაწყებას ითხოვს… (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქრთველოში 2008 წელს მომხდადი საომარი კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყებას ითხოვს...

სხვა სტატიები

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქრთველოში 2008 წელს მომხდარი საომარი კონფლიქტის დროს  ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყებას ითხოვს…

ჰააგის პროკურორის განცხადებით, 2008 წლის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საომარი კონფლიქტის წინასწარი ექსპერტიზით, ადგილი ჰქონდა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ ჩადენილ როგორც სამხედრო დანაშაულებს, ასევბე ადამიანურობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებსაც...

,,პროკურორი თვლის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75პროცენტით.

ქალბატონ პროკურორს გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედიქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.

ბოლო დრომდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამდანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება… აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეგამოძიების გათვალისწინებით. მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

ქალბატონმა ბენსუდამ თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას. სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმააცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.

იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიების საწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად. პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოა შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდაიყვნენ აღნიშნული პირები.,, ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება შეეხება 2008 წლის 1 ივლისიდან – 10 ოქტომბრამდე პერიოდს.

გთავაზობთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადების სრულ ვიდეო ვერსიას

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 14, 2015 01:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics