ჯუმბერ კირვალიძე:”სამართლიანობის დაცვას, – ირმა საგარეჯოელი ჩაუდგება სათავეში”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2015 23:11

ჯუმბერ კირვალიძე:”სამართლიანობის დაცვას, – ირმა საგარეჯოელი ჩაუდგება სათავეში”

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძესაგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებში მოსალოდნელია “დიდი ჯახი”, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატის ირმა ინაშვილის და “ქართული ოცნება – რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატის თამარ ხიდაშელს შორის, რომელიც მისი მოგვარის თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის “ადგილმონაცვლედ” მოიაზრება აღნიშნულ რაიონში (მუნიციპალიტეტში). ირმა ინაშვილის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს (ქართული ოცნების” კვოტით) თამარ ხიდაშელს მეორე ხიდაშელიც რომც დაემატოს (ქ.თინათინი), მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, ისინი პირწმინდად დამარცხდებიან. ირმა ინაშვილს აშკარა უპირატესობა აქვს, იგი წარმოადგენს ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც ცოცხალი თავით არ დათმობს საკუთარ უპირატესობას და ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის. მოახლოებული “საგარეჯოული არჩევნები” ერთგვარი ტესტია “ქართული ოცნებისათვის” და თუ მისი “კოალიციური ხელმძღვანელობა” უსამართლო ხერხებით შეეცდება მოსალოდნელი შედეგის შეცვლას, მაშინ მათ დიდი უსიამოვნებები ელით, არამარტო საგარეჯოში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც – ირმა ინაშვილი “ნაცი” კი არა, “ნაცების” მმუსვრელია”!.. ამასთანავე, ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებია და არა მგონია ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი უსამართლობა იძალებს, მაშინ დიდი ალბათობით არსებული ხელისუფლება უკომპრომისო მოწინააღმდეგეს შეიძენს “პატრიოტთა ალიანსის” და მისი ლიდერების სახით. დიახ, საქართველოს ისტორიამ იცის რამოდენიმე სახელი იმ მანდილოსნების, რომლებიც თავდადებით ებრძოდნენ გარეშე მტრებს თუ შიდა მოძალადეებს (მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვანელი). გარდა ამისა, ირმა ინაშვილი არაერთხელ სთავაზობდა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ერთგულებას და თავდადებას, ამხელდა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ივანიშვილის “სიკეთეებით სარგებლობდნენ” და იმავდროულად მას ძირს უთხრიდნენ უცხოელი პატრონების თვალში. მოკლედ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ საგარეჯოს არჩევნებში სამართლიანობა არ დაიცვა, მაშინ საქართველოში სამართლიანობის დაცვის ახალი ტალღა აგორდება, რომელსაც – “ირმა საგარეჯოელი” ჩაუდგება სათავეში, –– “კოალიციური” ხელისუფლებისათვის მძიმე შედეგებით!!!…

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2015 23:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics