ჯონ მაკკეინი შეშფოთებულია: ამერიკულმა კორპორაცია Cisco-მ რუსეთში სანქციების გვერდის ავლით მუშაობდა

cგამომცემლობა BuzzFeed-ის ჟურნალისტებმა სენსაციური გამოძიება გამოაქვეყნეს, რომელიც ცნობილ ამერიკულ კორპორაცია Cisco-ს ეხება. ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ IT-ის გიგანტი კორპორაცია აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად მუშაობდა რუსულ შეკვეთებზე. სენატორ ჯონ მაკკეინმა სიტუაციას ძალიან შემაშფოთებელი უწოდა და გამოძიების გაგრძელების იმედი გამოთქვა. Cisco-ს პრობლემები 2014 წლის ივლისში შეექმნა. რუსეთისთვის მიწოდებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი სანქციის ქვეშ ხვდებოდა როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია.
ჟურნალისტების თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მოქმედებდა პრინციპით „არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი“ და რუსული ბაზრის დაკარგვისგან მაქსიმალურად იცავდა თავს.
მაშინ მოსკოვის ოფისის ხელმძღავნელი ჯონათან სპეროუმ აღნიშნა, რომ „სანქციებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა კომპანიის ბიზნესზე რუსეთში“. ოქტომბერში პირველად გაუქმდა 2 მილიონი დოლარი შეკვეთა. ზუსტად მაშინ გაჩნდა BuzzFeed-ის ჟურნალისტებში პირველი ეჭვი. დღემდე ვრცელდება სისტემულ ფულის გათეთრებებზე ინფორმაცია, რომელი სქემითაც თითქოს კომპანია რუსეთში მუშაობდა. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ამერიკულ კომპანიაში დოკუმენტებზე თარიღების გადაკეთებასაც არ ერიდებოდნენ. მათ მიერ აღნიშნულ ფაქტზე გაკეტებულ კომენტარში საუბარია „დოკუმენტაციაში ტექნიკურად გაპარულ უმნიშვნელო შეცდომებზე“.
ამერიკელი იურისტები უკვე შეუდგნენ კომპანიის საქმიანიბის შესწავლას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,,სალამი დიქტატორო ორბან,,
შემდეგი სტატიაეიფელის კოშკის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ