„ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტიდან მხოლოდ კარტოფილი მიიღო“–National Journal

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2015 18:55

„ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტიდან მხოლოდ კარტოფილი მიიღო“–National Journal

kerry_putin„აშშ-ს გენერალური მდივნის ჯონ კერის სოჭში ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ მასზე დიდ იმედებს მაინცდამაინც არ ამყარებდნენ“ – წერს ამერიკული პრესა.
„ჯონ კერი რუსეთში წავიდა, მაგრამ მხოლოდ კარტოფილი მიიღო“ – წერს National Journal, და რატომღაც დამალა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის კოლეგას მაისური და ერთი კალათა პომიდორი რომ უსახსოვრა“ – წერს ბიბისი.
ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კერის ვიზიტი მხოლოდდამხოლოდ იმიტომ არის აუცილებელი, რომ „არხი ღია დატოვოს.“
კერის ვიზიტი აშშ-ს ინიციატივა იყო. „არის თუ არა შესაძლებელი ამ ვიზიტმა ურთიერთობა გადატვირთოს ორ ქვეყანას შორის? საფირმო დიპლომატიური მიდგომა აშშ-ს პრეზიდენტის ოპონენტებისადმი ის არის, რომ დაიჭიროს კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან მუშტებით იბრძოლონ“ – წერს Christian Science Monitor-ი.
ინიციატივა კერის იმიტომ დაევალა, რომ სახელმწიფო მინისტრი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ეს შეხვედრები კი, როგორც წესი, თანაშემწეების გარეშე მიმდინარეობს. ტელეფონით კი რეგულარული ურთიერთობა აქვთ.
ამერიკელი ჟურნალისტების თქმით, თეთრი სახლი მოლაპარაკებებში ყოფილი გენერალური მდივნის ჰენრი კისინჯერის ჩართვასაც აპირებდა. არ ქვეყნდება, რაში გამოხატა კონკრეტულად ეს მცდელობა, ან რითი დასრულდა ის. თეთრი სახლიც და კისინჯერის ოფისიც აღნიშნულზე კომენტარებს არ აკეთებენ.
აშშ-ს ადმინისტრაციის თამანედროვე კრიტიკოსები, განსაკუთრებით კონგრესის წევრები რესპუბლიკური პარტიიდან ამბობენ, რომ „მოსკოვთან თანამშრომლობაზე წასვლა გულუბრყვილობაა.“
მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Washington Post წერს, რომ სოჭის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კერი „შესანიშნავი კეთილგანწყობილი კომენტარებით გამოვიდა მედიასთან და პუტინი შეაქო იმის გამო, რომ ის საერთოდ დათანხმდა შეხვედრაზე.“
გაზეთი მკითხველს ახსენებს, რომ კერი რუსეთში 2013 წლის მაისი შემდეგ არ ყოფილა. მაშინ მოლაპარაკებები ედუარდ სნოუდენს შეეხებოდა. რუსეთის მიერ სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემამა ფაქტობრივად მაღალი დონის კონტაქტები საბოლოოდ გააჩერა, რაც თვითონ კერიმაც აღნიშნა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2015 18:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics