ჯოკია ბოდოკიას მერიის თანამშრომელი მუქარაში ადანაშაულებს

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 12:33 განახლებულია

ჯოკია ბოდოკიას მერიის თანამშრომელი მუქარაში ადანაშაულებს

მნიშვნელოვანი

  • მერიის მაღალჩინოსანი მორიგ სკანდალში ეხვევა. დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს ამჯერად ზეწოლაში ადანაშაულებენ.

სხვა სტატიები

მერიის მაღალჩინოსანი მორიგ სკანდალში ეხვევა. დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს ამჯერად ზეწოლაში ადანაშაულებენ. განცხადება ამის შესახებ დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა გააკეთა.

ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი ამბობს, რომ მასზე გეგი ნიჟარაძემ ზეწოლა მოახდინა. გარდა ამისა ნამიჭეიშვილი აცხადებს, რომ მას ჯოკია ბოდოკიაც ემუქრებოდა. მისი მტკიცებით ჯოკია ბოდოკიამ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერილი განცხადება გადასცა და მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა.

“ნიჟარაძე და მისი კლანი ითხოვდნენ სამსახური დამეტოვებინა, ისინი ახდენდნენ ზეწოლას ჩემზე. კაბინეტში შემომივარდა ჯოკია ბოდოკია, გადმომცა უკვე დაწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვა თანამდებობიდან გადავმდგარიყავი, “- აცხადებს ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი.

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 12:33 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics