ჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ზვავსაშიშროებაა

news
: news იანვარი 9, 2015 16:00

ჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ზვავსაშიშროებაა

ჯვრის უხელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით კვლავ ზვავსაშიშროებაა. აღნიშნულ მონაკვეთზე კი უკვე მეექვსე დღეა, 60-მდე ტრაილერი თოვლშია ჩახერგილი. მონაკვეთზე ამ დროისთვის სპეციალისტები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.

რაც შეეხება გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილის მიმართულებით გზას, აქ თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვს. თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ზვავსაშიშროების საკითხი მოხსნილია.

მეექვსე დღეა, მლეთაში რჩებიან სატვირთო ავტომობილები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადააადგილდებოდნენ. ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ და მოუწოდებენ, მიაწოდონ ოფიციალური ინფორმაცია, თუ როდის გაიხსნება გზა.

მთავრობისგან გზის გახსნის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ ტურისტებიც, რომლებიც გუდაურში დასასვენებლად იმყოფებიან და სახლში დაბრუნებას უკვე რამდენიმე დღეა, ვერ ახერხებენ. რუსი ტურისტების განცხადებით, მათ ფული უთავდებათ.

news
: news იანვარი 9, 2015 16:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics