ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდა გაგრძელდება

news
: news იანვარი 11, 2015 12:20

ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდა გაგრძელდება

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ .
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ გვიანობამდე ხორციელდებოდა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დღეს დილიდან აწარმოებენ დაკვირვებას ზვავსაშიშ უბნებზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდას მას შემდეგ გააგრძელებს, რაც შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან.
საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან, დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უწყებებმა კოორდინირებულად განახორციელეს.

news
: news იანვარი 11, 2015 12:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics