ჯეიმს აპატურაი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ მაპზე გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა ექნება საარჩევნო ხმებზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2015 22:20

ჯეიმს აპატურაი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ მაპზე გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა ექნება საარჩევნო ხმებზე

მნიშვნელოვანი

  • ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო - "მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

სხვა სტატიები

ჯეიმს აპატურაი – მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო – “მოამბის” ექსკლუზიური ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

როგორც ყოველთვის მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს. ასევე მოუთმენლად ველოდები ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან საუბარს. ვიზიტის საბოლოო პროგრამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. შევხვდები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. იმედი მაქვს, რომ ყველას მოვინახულებ. ასევე, მექნება შესაძლებლობა ჩავერთო სახალხო დიპლომატიაში, ეს მოხდება დედაქალაქის გარეთ. ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა იქნება. ამიტომ, მართლაც მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩასვლას. 

ქეთევან ქარდავა: გასული კვირის მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის შესახებ გაკეთებულ არაერთ განცხადებას. მინისტერიალის დაწყებისას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ნატო-მ და საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგეს პარტნიორობითვის და ნატო კვლავაც ელის ურთიერთობების გაღრმავებას. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, როდესაც მე მას დავუსვი კითხვა, თუ როგორ აისახება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ მინისტრები იპოვიან ამ პროგრესის ასახვის გზებს დეკემბრის და ასევე ივლისში დაგეგმილ სამიტზე. შეგიძლიათ გვითხრათ, რა გზებზეა საუბარი, რა ვარიანტები აქვს ნატო-ს და რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ? 

ჯეიმს აპატურაი: რა თქმა უნდა ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს. მან ვიზიტის დროს თავად იხილა, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. არსებითი პაკეტი, ახლა მართლაც არსებითია. ჩვენ გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, გავმართეთ სწავლება, უკვე ვემზადებით ახალი სწავლების ჩასატარებლად, აქტიურად ვმუშაობთ თავდაცვის სკოლის დაფუძნებაზე, ძალიან ბევრ ექსპერტს ვაგზავნით საქართველოში და კიდევ არაერთი ჯგუფი ჩავა. პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, მართლაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. საქართველოში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. რა თქმაუნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი და ქართული მხარეც ასევე ფიქრობს. რეფორმების გატარების კუთხით პროცესი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ ამ ყველაფერს შევაფასებთ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, რომელიც 1–2 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ ანგარიშს წევრი ქვეყნების წინაშე, რომელსაც გადავცემთ საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამით ვაჩვენებთ, რა გზა გავიარეთ ნატო-მ და საქართველომ ერთად. ქართველებისთვის, არ არის საიდუმლო, რომ დეკემბრის მინისტერიალზე ღია კარის პოლიტიკაზე იქნება საუბარი, რადგან ერთი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად უნდა მიიღონ მინისტრებმა, მონტენეგროს ეხება. უნდა გადაწყდეს, დაპატიჟებს თუ არა ალიანსი მონტენეგროს. ორგანიზაციის წევრებმა უელსის სამიტზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასე ემოქმედათ. მონტენეგროსთან ერთად, აუცილებლად განვიხილავთ ოთხივე ასპირანტ ქვეყანას და მათ პროგრესს. ახლა მე არ შემიძლია გითხრათ, თუ რა იქნება ამ მსჯელობის შედეგი.

ეთევან ქარდავა: ეს გასაგებია, მაგრამ გენმდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები გზებს იპოვიან, ანუ რა გზები არსებობს რომ პროგრესი აისახოს ურთიერთობებზე? 

ჯეიმს აპატურაი: ეს არის განცხადებების შესაძლებლობა, რომლის შინაარსზეც მინისტრები შეთანხმდებიან და იქნება მინისტერიალის ერთობლივი განცხადება. შესაძლოა, განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთოს. დღესაც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საუბარია იმაზე,, განცხადებები იყოს ზეპირი თუ წერილობითი ფორმით როგორც მინისტერიალის დასკვნითი დოკუმენტი, მაგრამ ივლისის სამიტი აუცილებლად ერთობლივი კომინიკეს მიღებით დასრულდება. სამიტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ამ ეტაპზე ვითარება ასეთია, ივლისში სამიტის დეკლარაციას აუცილებლად მივიღებთ, დეკემბერში კი მინისტრები წერილობითი ფორმით დოკუმენტს ან მიიღებენ ან არა. 

ქეთევან ქარდავა: თქვენ ახსენეთ შეფასების ანგარიში, რომელსაც ამზადებთ 4 ასპირანტი ქვეყნის შესახებ. მოდით, ვისაუბროთ საქართველოზე. მაგალითად, რა იქნება მთავარი ელემენტები, რაზე იქნება ყურადღება გამახვილებული და როდესაც ვსაუბრობთ პროგრესზე, სად ხედავს ნატო წინსვლას, რომელ სფეროში, სად სურს ნატო-ს რომ იხილოს კიდევ უფრო მეტი პროგრესი? 

ჯეიმს აპატურაი: როგორც აღნიშნეთ, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ ახლა ვართ პროცესში, ჩემი კოლეგები საქართველოში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, საკუთარი წვლილი შეაქვთ ანგარიშის მომზადებაში, აფასებენ წლიურ ეროვნულ პროგრამას, პროგრესს და ასე შემდეგ. მე ვახსენე არსებითი პაკეტი და რეფორმები. პროკურატურის რეფორმა, ახალი ორგანოს შექმნა. ეს არის ნაბიჯი, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფა და ცალკე სამინისტროს შექმნა, ესეც არის ნაბიჯი, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი რამ, რასაც ყურადღებით ვუყურებთ და ვაკვირდებით, ადასტურებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ფუნდამენტური რეფორმები ნამდვილად გატარდა. რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. როგორც სამხედრო , ასევე დემოკრატიული განვითარებისთვის. რეფორმების იმპლემენტაცია არის პრიორიტეტი ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის. ინფრასტრუქტურა უკვე გვაქვს, შემდეგი ნაბიჯი მისი გამოყენებაა. ასევე, კითხვა რომელიც სულ ისმის – შერჩევითი სამართლის აღქმა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც არის პროგრესი. 

ქეთევან ქარდავა: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მონტეგრო გახდება ორგანიზაციის წევრი, მაშინ შემდეგი იქნება საქართველო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვისაც, ვინაიდან დეკემბრის მინისტერიალი იქნება უკვე მაგალითი და დემონსტრირება, რომ ამ ორგანიზაციის კარი ნამდვილად ღიაა ახალი წევრებისთვის. თქვენი აზრით, რამდენად არის ნატოსკენ ასპირანტი ქვეყნების გზა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში? 

ჯეიმს აპატურაი: ერთი მხრივ, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა ასპირანტი შეფასდება ცალ-ცალკე, გაწეული სამუშაოს, მიღწეული პროგრესის და დამსახურების მიხედვით და მათ შორის კავშირი არაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ჩემი თვალსაზრისით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად მართალია. მე ვფიქრობ, რომ რომელი ქვეყანაც არ უნდა დაპატიჟოს ნატო-მ და მონტეგრო ნამდვილად კარგ პოზიციაზეა, ვიმეორებ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. თუმცა, ეს მაინც იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი. სიგნალი იმის, რომ დიახ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა, რომ ვერცერთი გარე ძალა, არაწევრი სახელწიფო ვერ მოახდენს ალიანსზე ზეწოლას და ვერ გვაიძულებს კარი დავხუროთ. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება, რომ ახალი წევრების მისაღებად ენთუზიაზმი, მონდომება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არის. ნატო გააგზავნის პოზიტიურ შეტყობინებას ასპირანტი ქვეყნებისთვის. ეს შეტყობინებაა – გააგრძელეთ მუშაობა ნატო ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნებისთვის კარის მიჯახუნებას არ აპირებს. 

ქეთევან ქარდავა: და ისევ მაპის თემა, არ გთხოვთ წინასწარ დასკვნების გაკეთებას და შეფასებას რა იქნება მომავალში, მაგრამ რადგან “მაპი” ისევ აქტუალური თემაა საქართველოსთვის. ამიტომ მინდა გკითხოთ, დღესდღეობით ასპირანტ ქვეყანას შეუძლია ნატო-ს წევრი მხოლოდ მაპით გახდეს თუ შეუძლია მაპის გარეშეც მოხვდეს ალიანსში? 

ჯეიმს აპატურაი: არიან ქვეყნები, რომლებსაც “მაპი” არ გაუვლიათ და შეურთდნენ ორგანიზაციას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე. არიან ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ “მაპი” და მისი მიღების შემდეგ გაწევრიანდნენ ალიანსში. ბოლო დროს, ანუ მას შემდეგ რაც ორგანიზაციაში წევრობის სამოქმედო გეგმა გაჩნდა , ეს გზა ყველამ გაიარა. ზოგს ძალიან, ძალიან ბევრი წელი დასჭირდა, განსაკუთრებით ერთ შემთხვევაში. დიახ, შესაძლოა, წევრობისთვის მზადებას დიდი დრო დაეთმოს. ეხება თუ არა ეს საქართველოს? ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო, რომ ალიანსის წევრობისკენ გზაზე, შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა “მაპი”. მაგრამ  ისევ ვამბობ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ძალიან სწორად მიუთითა მნიშვნელოვანზე, მნიშვნელოვანი კი არის ნატო-ში საქართველოს წევრობა. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს აქვს საჭირო მექანიზმები, რომ ქვეყანა წევრობისთვის მოემზადოს. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს ასეა. მაგალითად, ჩემთვის, ვისაც წვლილი შეაქვს, იმაში რომ გემი წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია არსებული ინსტრუმენტები და რეფორმები. ინსტრუმენტები, რომლებიც ნატო-ს და საქართველოს აქვთ საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანა წევრობისთვის მოემზადოს. “მაპი”, რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვა ინსტრუმენტი, პოლიტიკური თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა. ეს კარგად მესმის, მაგრამ პრაქტიკული გადმოსახედიდან ყველაფერი გვაქვს რაც გვჭირდება. 

ქეთევან ქარდავა: ნატო-ს სამიტი ჩატარდება რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე. ვიცით, რომ ევროკავშირსაც და ნატო-საც სურს საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები იხილოს. არაერთხელ მოგვისმენია, რომ ეს იქნება დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მაგრამ არის საქართველოში ასეთი მოსაზრებაც, რომ ნატო-ს მიერ პირობის შეუსრულებლობა, “მაპზე” უარი და მის ნაცვლად წევრობისთვის სხვა ინსტრუმენტის შეთავაზება, წინასაარჩევნოდ დამაზარალებელი იქნება პრო-დასავალური პარტიების იმიჯისთვის საქართველოში. რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

ჯეიმს აპატურაი: ჩემი მოსაზრება ასეთია, მე ვგრძნობ,რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო, ვინაიდან თავი ამ სივრცის ნაწილად და ევროპელებად მიაჩნიათ, იზიარებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ღირებულებებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ “მაპის” შესახებ გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ექნება პირდაპირი გავლენა საარჩევნო ხმებზე საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ქართველები გულით არიან პროდასავლელები და ევროპელები, მტკიცედ არიან ღირებულებებში დარწმუნებული. ამიტომაც საქართველო არ აკლებს ძალისხმევას ევროატლანტიკურ მისწრაფებას და გააკეთა ამდენი რამ იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს და დაუხლოვდეს ევროკავშირს. მე მაქვს იმედი, რომ “მაპი” არ იქნება მხოლოდ ის, რაზეც იფიქრებენ ქართველი ამომრჩევლები როდესაც არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან მივლენ, არამედ მნიშვნელოვანი იქნება – თუ რას გააკეთებენ მათთვის პოლიტიკური პარტიები და როგორ დაიცავენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები იზიარებენ. 

 წყარო: 1TV.GE

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2015 22:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics