ჯებ ბუში: პუტინი უნდა შევაჩეროთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 19:53

ჯებ ბუში: პუტინი უნდა შევაჩეროთ

ჯებ ბუში: პუტინი უნდა შევაჩეროთჯებ ბუშმა, რომელიც ძმა და შვილია აშშ-ს ორი პრეზიდენტის, პუტინს «ხისტი პრაგმატიკოსი» უწოდა, რომელიც უნდა შეაჩერონ.
ამის შესახებ მან ბერლინში განაცხადა, სადაც ეკონომიკურ ფორუმში ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც გერმანიის კანცლერის ანჰელა მერკელის პარტიამ მოაწყო.

ფლორიდას ექს-გუბერნატორი, როგორც მოსალოდნელია, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ბუში რადიკალურად აფასებს ობამას პოლიტიკას, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისის შეჩერება ვერ შეძლო.
პუტინის რეჟიმისადმი სიტყვიერი შეტევები, ბუშის ევროპული ტურნეს ლაიტმოტივი იქნება – წერს ბიბისი. ბუში ესტონეთს და პოლონეთს ეწვევა.
ის რესპუბლიკელების უმეტესობის მსგავსად უკრაინის იარაღით მომარაგენის იდეის მოხრეა.
ბუშმა ბერლინში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე მოგების შემთხვევაში, აშშ სხვა გზებს გამოიყენებს «პუტინის აგრესიის წინააღმდეგ» უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში. «ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ რუსეთი გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც მოისურვებს, თუკი მის აგრესიას არავინ შეაჩერებს» – ციტირებს ბუშის სიტყვებს «ნიუ-იორკ თაიმსი».
მან თქვა, რომ ის შეეცდება პუტინის კორუმპირებული ხელისუფლება ხალხისგან იზოლაციაში მოაქციოს. ბუშმა რუსეთის მოსახლეობას «მისი პრეზიდენტის გაუაზრებელი მოქმედებების მსხვერპლი» უწოდა.
პუტინი «ხისტი პრაგმატიკოსია, რომელიც თავისას გააგრძელებს მანამ, სანამ არავინ შეაჩერებს» – განაცხადა ბუშმა. მისი აზრით, აშშ-მ და ევროპამ პრევენციული ზომები უნდა მიიღონ იმ აგრესიის ასარიდებლად, რასაც რუსეთისგან ელოდებიან. «რუსეთმა მეზობლების სუვერენიტეტი უნდა დაიცვას» – თქვა ექს-გუბერნატორმ.

ბუშის 12 წუთიანი გამოსვლა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ქრისტიან-სოციალური კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, წინასაარჩევნო გამოსვლას უფრო გავდა – წერს გერმანული მედია.
მერკელმა მას ხელი ჩამოართვა, გაუღიმა და რეპლიკები გაცვალეს. ბუში გერმანიის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებსაც შეხვდა. ექსპერტების თქმით, ასეთი პატივი ბარაკ ობამას არ ჰქონია 2008 წელს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 19:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics