ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

სამართლადამცველებმა ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შპს „საქართველოს შესყიდვები“ დააფუძნეს. ისინი ვებგვერდ „myauto.ge“-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები.

დაკავებულები ავტომანქანების გადაფორმებისთანავე სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მფლობელებს კუთვნილ თანხას არ ურიცხავდნენ.

ასეთი სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის ავტომანქანას, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 დოლარს შეადგენს.

წინა სტატიაშიავლაბარში სასურსათო მაღაზია გაძარცვეს
შემდეგი სტატიაფესტივალი „არტ გენი 2015“ დაიწყო