ჯგუფი “რეგიონი” მსოფლიო რეგის ფესტივალზე გასამგზავრებლად დახმარებას ითხოვს

ჯგუფი “რეგიონი” პოლონეთში მსოფლიო რეგის ფესტივალზე გასამგზავრებლად დახმარებას კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიას სთხოვს. მათი განცხადებით, ღონისძიება, რომელიც 10 აგვისტოს იწყება, ჯგუფმა უნდა გახსნას, თუმცა, მათ იქ ჩასვლისთვის ფინანსები არ აქვთ.

ფესტივალში 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლი მონაწილეობს. საქართველო მეორედ წარსდგება ფესტივალზე და პირველად გახსნის მსოფლიო რეგის ფესტივალს.

ჯგუფმა კულტურის სამინისტროს უკვე მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. უწყებაში აცხადებენ, რომ პასუხს განსაზღვრულ ვადებში გასცემენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ
შემდეგი სტატიაავლაბარში სასურსათო მაღაზია გაძარცვეს