ჯაფარიძე ღარიბაშვილს–რა ხდება პარლამენტში?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 18:53

ჯაფარიძე ღარიბაშვილს–რა ხდება პარლამენტში?

მნიშვნელოვანი

  • "მე არ ვიცი თქვენ რა პროგრამა წაიკითხეთ, მაგრამ რაც გამოაქვეყნეთ, იქ ახალი არაფერი წერია, დეპოზიტების დაზღვევის და პატარა ნიუანსების გარდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ეკონომიკაში მდგომარეობა იმის საპირისპიროდ მიდის, რაც მთავრობის სტრატეგია 2020-ში არის გაწერილი.

სხვა სტატიები

პარლამენტიკატასტროფული შედეგების ფონზე, მე მაინტერესებს, რა ჰქვია იმ უნარს, რომელიც თქვენ გაძლევთ ძალას, რომ დღეს აქ მოხვიდეთ, ასეთი რიხით ისაუბროთ და კიდევ ერთხელ მოითხოვოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა თქვენს მთავრობას ნდობა გამოუცხადოს? – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმცირეოსობის სხდომაზე.
მან პრემიერს მიმართა, რომ თუ სურვილი ჰქონდა, რომ არ დაეტოვებინა საკმარისი დრო კითხვებისთვის, შეეძლო პირდაპირ ეთქვა და არ დაუსვამდნენ კითხვებს. მისივე თქმით, არ იყო საჭირო ერთი და იგივე ტექსტების ორჯერ და სამჯერ კითხვა.
ჯაფარიძის განცხადებით, პრემიერმა თავის მოხსენებაში ამბულატორიებზე _ სამჯერ და სკოლებზე ორჯერ წაიკითხა ერთი და იგივე ტექსტი, რაც შეეხება მთავრობის ახალ პროგრამას, მისი თქმით, იქ ახალი არაფერია.
“მე არ ვიცი თქვენ რა პროგრამა წაიკითხეთ, მაგრამ რაც გამოაქვეყნეთ, იქ ახალი არაფერი წერია, დეპოზიტების დაზღვევის და პატარა ნიუანსების გარდა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ეკონომიკაში მდგომარეობა იმის საპირისპიროდ მიდის, რაც მთავრობის სტრატეგია 2020-ში არის გაწერილი.
“ჩემს გეგმაზე არ არის საუბარი, თქვენს საკუთარ სტატეგიას ხართ აბსოლუტურად აცდენილები. საზოგადოების ყველა სეგმენტის მდგომარეობა გაურესდა, გარდა იმ ჯგუფისა, ვინც თქვენთან და ივანიშვილთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 18:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics