ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა” – ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2015 16:22

ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა” – ჯუმბერ კირვალიძე

მნიშვნელოვანი

  • ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა"

სხვა სტატიები

ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა"! – ჯუმბერ კირვალიძე“საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქცია “ქართული ოცნების” დაშლა და მის წევრთა შორის დაპირისპირება გარდაუვალია. ამის ნიშნები გამოიკვეთა მაშინ, როცა მათ ვერ შეძლეს ერთიან კანდიდატზე შეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რასაც უძღოდა უმრავლესობის ლიდერის საგანელიძის ვიზიტი პრეზიდენტ მარგველაშვილთან, სადაც საგანელიძემ უმრავლესობის და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან შეუთანხმებლად წარმოადგინა პირადი შეხედულებები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს თუ ის კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობაზე– აცხადებს ჯუმბერ  კირვალიძე

აღსანიშნავია ის, რომ აქამდეც საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია “ქართული ოცნება” დიდი კონსოლიდირებულობით არ გამოირჩეოდა და ამის რამდენიმე მაგალითი ახსოვს საზოგადოებას, რომელიც მიჩუმათდა, მაგრამ ნათქვამია – “კაცმა მალა, მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო”–

რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები (შესაძლოა, ვადამდელი!), წინააღმდეგობები უმრავლესობაში და უპირველესად ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში”, მით უფრო თვალსაჩინო და გადაულახავი გახდება! ამის მიზეზი კი, იქნება ახალი არჩევნებისათვის საპარლამენტო სიის შედგენა, რომელშიც დღევანდელი უმრავლესობის და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების 2/3 სავარაუდოდ ვერ მოხვდება (ეს არ ეხება უმრავლესობაში შემავალ ცალკეულ პარტიებს:”ქართული ოცნება –რესპუბლიკელებს”, “ქართული ოცნება – კონსერავაატორებს”, ქართული ოცნება – ეროვნულ ფორუმს”, ქართული ოცნება – მრეწველებს”, – მათ მკაცრი ცენტრალიზებული პარტიული ხელმძღვანელობა ჰყავთ და ამდაგვარ სირთულეებს “ადვილად უმკლავდებიან”!)!

კირვალძის აზრით, მოვლენების ასეთი განვითარება, რომ თავიდან იქნას აცილებული ამისთვის, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა, პარტიის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის გარდა, ახალი, პროფესიონალური და ეფექტური კადრებით (აუცილებელი არ არის, რომ “მაინცადამაინც 25 წლისანი იყვნენ” ეს პერსონები)! წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პირები ვინც დღეს არიან მოწინავე პოზიციებზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ თუ საპარლამენტო პოსტებზე, უკვე ცხადია, რომ ვერანაირ დადებით შედეგებს ვერ მოიტანენ, რადგანაც მათ ამოწურეს საკუთარი თავი და ამიტომაც ვერ ხდება მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიული და საპარლამენტო ცხოვრების განახლება–განვითარება–აღნიშნა კირვალიძემ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2015 16:22