ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება

news
: news იანვარი 13, 2015 21:26

ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება

მნიშვნელოვანი

  • ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის საკითხზე საკრებულოში იმსჯელეს. საკრებულომ მერიას ნებართვა მისცა, მომსახურების შესყიდვა განახორციელოს და აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყოს.

სხვა სტატიები

ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის საკითხზე საკრებულოში იმსჯელეს. საკრებულომ მერიას ნებართვა მისცა, მომსახურების შესყიდვა განახორციელოს და აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყოს.

დღევანდელ სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება და სამი თვე დასჭირდება.

საკრებულოს ოპოზიციისთვის მერიის მიერ დასახელებული ვადა კატეგორიულად მიუღებელია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი აბესაძე, დავით ნარმანიას მუშაობის სტილს უწუნებს და ამბობს, რომ ქუჩის რეაბილიტაციას 3 თვე არ სჭირდება.

“ვერეს ხეობაში თბილისის მაგისტრალი მთლიანად ააშენეს 10 თვეში. ეს დავით ნარმანიას მუშაობის სტილს უსვამს ხაზს,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე, კი პირობას სდებს, რომ მერიის სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და რესურსს არ დაზოგავს, რომ ყველაფერი ოპერატიულად და ხარისხიანად გაკეთდეს.

news
: news იანვარი 13, 2015 21:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics