ხობში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2015 22:21

ხობში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

sheiaraghebuli_tavdasxma_0150ხობში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რევაზ ლოგუა, რომელსაც ზედა კიდურის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შემთხვევის დეტალებს, ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია, დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, ლოგუამ საძოვარზე საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო და სწორედ ამ დროს ესროლეს მას იარაღი. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქმე უკვე გახსნილია. დამნაშავის დასაკავებლად კი, რომლის ვინაობაც უკვე ცნობილია, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2015 22:21

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


15,573
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics