ხვალ ქეთევან წამებულის ხსენების დღე აღინიშნება

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 21:10

ხვალ ქეთევან წამებულის ხსენების დღე აღინიშნება

26 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას დღესასწაულობს.

წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო. გადმოცემის თანახმად, შაჰ-აბასმა ტყვეობაში მყოფ დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იმის გამო, რომ მან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა, დედოფალი წამებით მოკლეს. იგი, ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს, გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმიდა სულმა ნაგვემი სხეული დატოვა, მაგრამ ღმერთმა სასწაული მოავლინა – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. წმინდა დედოფლის ხსენება 13 (ახალი სტილით 26) სექტემბერს აღესრულება.

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 21:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics