ხვალ რომ არჩევნები იყოს, 36% “ოცნებას” აირჩევდა, 14% – ენმ-ს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 23:39

ხვალ რომ არჩევნები იყოს, 36% “ოცნებას” აირჩევდა, 14% – ენმ-ს

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მისულთა 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 10% – თავისუფალ დემოკრატებს, 6% – ლეიბორისტულ პარტიას.

 

პატრიოტთა ალიანსის და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი, არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს.

 

არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტმა 11%-მა საერთოდ უარი თქვა პასუხზე.

 

IRI-მ კვლევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრეც ჩაატარა. 2012 წლის მაისის შედეგებით, გამოკითხულთა 45% საპარლამენტო არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს, 15% – ქართულ ოცნებას, 9% – ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ხოლო სხვა პარტიები 4%-ს ინაწილებდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 23:39

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics