ხვალ პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ელოდებიან

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 22:01

ხვალ პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ელოდებიან

მნიშვნელოვანი

  • თინა ხიდაშელი ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდება, სადაც უმრავლესობის დეპუტატის ზვიად ძიძიგურის თქმით, საუბარი თავდაცვის სამინისტროს მიერ საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იქნება.

სხვა სტატიები

თინა ხიდაშელი ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდება, სადაც უმრავლესობის დეპუტატის ზვიად ძიძიგურის თქმით, საუბარი თავდაცვის სამინისტროს მიერ საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იქნება.

ზვიად ძიძგურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს, ნდობის ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში არ ამოწმებდა, ეს იყო დაცული სივრცე, რომელშიც ვერ შედიოდა ვერცერთი კონტროლის მექანიზმი და თავდაცვის სამინისტოს ბიუჯეტი სრულიად გაუმჭვივრვალე იყო.

“ხვალ ნდობის ჯგუფში ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, ესა თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების საკითხი. მოხარული ვარ, რომ ნდობის ჯგუფში ხდება ამ საკითხების განხილვა და არა საჯარო სივრცეში, როგორც ამას ვხედავდით ბოლო კვირების განმავლობაში და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ უნდა მივეჩვიოთ ყველა პოლიტიკოსი, რომ ქვეყნის ინტერესების მქონე საკითხის განხილვა უნდა ხდებოდეს ისეთ ჯგუფში, როგორიცაა ნდობის ჯგუფი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხვალ მოვისმენთ თავდაცვის მინისტრისგან სრულ ინფორმაციას თუ რა ხდება თავდაცვის სამინისტროში ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და ამავე დროს არის თემები, რომლებიც ტრადიციულად აინტერესებს ნდობის ჯგუფს, ესაა საფინანსო ოპერაციები. მინდა ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ ნდობის ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად თავდაცვის სამინისტროს არ ამოწმებდა, ეს იყო დაცული სივრცე, რომელშიც ვერ შედიოდა ვერცერთი კონტროლის მექანიზმი და თავდაცვის სამინისტოს ბიუჯეტი სრულიად გაუმჭვივრვალე იყო. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა ახლა უკვე შეცვლილია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 22:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics