ხვალიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 11:38

ხვალიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე ხვალიდან გადადის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათზე ანალოგური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს – თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა – სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც.
ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.
სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, “საქართველოს ფოსტის” შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.
მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. სეტ-ტოპ-ბოქსის შეძენის დროს მომხმარებლმა სასურველია შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება, კერძოდ, აქვს თუ არა მიმღებს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა, აჩვენებს თუ არა ქართულ პროგრამებს, შეუძლია თუ არა ქართული შრიფტის აღქმა და პროგრამების გზამკვლევის ჩვენება, მოჰყვება თუ არა ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია და HDMI, RCA ან SCART კაბელი, აკმაყოფილებს თუ არა სეთ-თოფ ბოქსი უსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს სეთ-თოფ ბოქსის საგარანტიო პირობები.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს “ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს” ცხელ ხაზზე – 1480, ან ეწვიოს შემდეგ ვებგვერდებს – www.digitaltv.ge და www.gncc.ge.
მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება, კერძოდ, 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში, მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება.
2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. თელავში, ცივის მთაზე, ქ. სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდერში, დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 11:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics